LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს საელჩო: „აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებს და სხვა სახის ძალადობას“

110
აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა.

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას.

სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები