საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მიესალმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ რამდენიმე პირის დაკავებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ამერიკაში უკანონო შეყვანასა და საბუთების გაყალბებას უკავშირდება.
“მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას საქართველოს მოქალაქეების მოტყუების ბრალდებით რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რაც აშშ-შ უკანონო შესვლასა და საბუთების გაყალბებას უკავშირდება. ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმეთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი. მადლობას ვუხდით გენერალურ პროკურატურასა და გამოძიებასა და ოპერაციაში ჩართულ ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
