LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო: „სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში“

127
აშშ-ის საელჩო

„დღეს, 34 წლის შემდეგ, ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში“, – ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, საელჩოს გახსნის 34 წლისთავს.

როგორც აშშ-ის დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისში აშშ-ის საელჩოს გახსნა იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი.

„1992 წლის 23 აპრილს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, შეერთებულმა შტატებმა თბილისში საელჩო გახსნა. ეს იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი.

იმ დროს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კერი კავანომ გახსნას ისტორიული უწოდა და აშშ-საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, თანამშრომლობის გაფართოებასა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ხელშეწყობის გეგმებზე ისაუბრა.

დღეს, 34 წლის შემდეგ, ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში“, – წერს აშშ-ის საელჩო „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.

⭐ 1992 წლის 23 აპრილს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, შეერთებულმა შტატებმა თბილისში საელჩო…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები