LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ძაღლების ავიაკომპანია გაიხსნა

118
Screenshot 2024-04-18 130007

აშშ-ში გაჩნდა ავიაკომპანია Bark Air, რომელიც ძაღლების გადასაყვანადაა განკუთვნილი. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალური საიტი წერს.

ცხოველებისა და მათი მეპატრონეებისთვის კომფორტული მგზავრობის უზრუნველყოფის იდეა კომპანია Bark-ს გაუჩნდა. ეს კომპანია ძაღლების ნივთების წარმოებითაა დაკავებული.

სარეკლამო ვიდეო რგოლის მიხევდით, ოთხფეხა მგზავრებს ბორტზე მეფეებივით მოექცევიან: მათთვის კომფორტულ საწოლებს დაამონტაჟებენ, სადაც ისინი პატრონებთან ერთად მშვიდად ძილს შეძლებენ. ბორტზე მოაწყობენ არომა-კაბინებს, სადაც დამამშვიდებელი ხმები და სუნები იქნება. ბეწვიან მგზავრებს შესთავაზებენ სხვადასხვა სასმელსაც (მაგალითად წყალს ან ძვლის წვნიანს), დამამშვიდებელ სასუნსავს და ხმის დასახშობ ყურსასმენს.

ავიაკომპანიის საფრენი პროგრამა ამ ეტაპზე მხოლოდ ნიუ-იორკს, ლოს-ანჯელესს და ლონდონს მოიცავს. შიდა რეისის ღირებულება მეპატრონისა და ძაღლისთვის 6 ათასი დოლარი იქნება. სხვა ქვეყანაში გადაფრენა 8 ათასი დოლარი ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები