LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ძლიერი შტორმის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

52

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლუიზიანას შტატში  ძლიერი შტორმის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ძლიერი შტორმის გამო ტეხასის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა ლუიზიანას შტატში გამოცხადდა. სტიქიას რეგიონში, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა. ევაკუირებულია 30 ათასზე მეტი ადგილობრივი. სამაშველო ოპერაციაში სამხედრო მოსამსახურეები და ავიაციას არის ჩართული.

შტორმმა “ჰარვიმ” ყველაზე მეტად ქალაქი ჰიუსტონი დააზარალა – პარალიზებულია საავტომობილო მიმოსვლა, დატბორილია აეროპორტები. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში კვლავ ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g