LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შტორმი ევროპაში: დაღუპულები არიან საფრანგეთში, ავსტრიასა და იტალიაში

795
შტორმიევროპაში

ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქარის მიერ წაქცეულ ხეს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა ავსტრიასა და იტალიაში, ასევე საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე.

ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა კუნძულ კორსიკაზე გაანადგურა რამდენიმე ბანაკი, ხოლო ვენეციაში ქვის ფილა მოგლიჯა ბაზილიკიდან. კორსიკაზე ქარის სიჩქარე 224 კმ/სთს- აღწევდა.

ევროპაში ქარი და ნალექი რამდენიმეკვირიან გვალვასა და მაღალ ტემპერატურას მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები