LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ექსპერიმენტული მედიკამენტით Covid-19-სგან 35 წლის მამაკაცი განიკურნა

837
knrvsrssnwssss

 ექსპერიმენტული პრეპარატით, „რემდისივირით“ მკურნალობის შემდეგ აშშ-ში ახალი კორონავირუსისაგან 35 წლის მამაკაცი განიკურნა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა ,,გარდიანი” ავრცელებს.

მთელ მსოფლიოში ამ ეტაპზე დაახლოებით 300 დასახელების საცდელ მედიკამენტზე გრძელდება კვლევები, თუმცა Covid-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ამ დროისათვის სწორედ „რემდისივირი“ მიიჩნევა, რომელიც ამერიკულმა ბიოტექ-კომპანია „გილეადმა“ ებოლასთან საბრძოლველად შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ებოლასთან მიმართებაში პრეპარატის კლინიკური კვლევები წარმატებული არ იყო, მედიკამენტი ცალსახად წარმატებულია კორონავირუსებთან ბრძოლაში. მაიმუნებზე გამოცდის შემდეგ, სადაც „რემდისივირმა“ ერთ-ერთი კორონავირუსის, MERS-ის შტამი თითქმის 100%-ით გაანადგურა, გადაწყდა მისი ადამიანებზე გამოყენებაც.

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება, მას კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებზე უკვე იყენებენ აშშ-ში, ჩინეთსა და იტალიაში.

ვინაიდან კორონავირუსებს რეპლიკაციის ერთნაირი პროცესი ახასიათებთ, ექიმები იმედოვნებენ, რომ „რემდისივირი“, რომელიც წარმატებულია MERS კორონავირუსზე, მსგავსად იმოქმედებს Covid-19-ზეც.

შეერთებულ შტატებში „რემდესივირის“ კლინიკურმა ცდებმა საიმედო შედეგები აჩვენა, ამ ეტაპზე ყველაზე დამაიმედებლად  სწორედ  ეს პრეპარატი მიიჩნევა,თუმცა „რემდისივირის“ სრულყოფილი კლინიკური გამოცდა  დასრულებული არ არის. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მედიკამენტი ხელს უშლის ორგანიზმში ვირუსის რეპლიკაციას, სწორედ ამიტომ იგი წარმატებული იყო სხვა კორონავირუსების, SARS-ის და MERS-ის წინააღმდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები