აშშ-ში Jeep-ის გაყიდვები მე-6 წელია მცირდება. კროსოვერებისა და ყველგანმავლების მწარმოებელმა 2024 წელი 9%-იანი წაგებით დაასრულა. 12 თვის ჯამში მყიდველებმა 587 725 ავტომობილი შეიძინეს, ეს მაშინ როცა მარკეტოლოგების ამბიცია წელიწადში მილიონი ერთეული მოდელის გაყიდვა იყო. 2018 წელს ოპტიმიზმის მიზეზი ნამდვილად არსებობდა: მაშინ 973 ათასი ახალი „ჯიპი“ რეალიზდა, თუმცა მას შემდეგ სიტუაცია გამუდმებით უარესდება.
გასული წლის აქტივში ორი მოდელი მოხვდება: ფლაგმანი Wagoneer, რომელიც 48%-ით უფრო მეტი გაიყიდა და Grand Wagoneer. გაყიდვების მთლიანმა რაოდენობამ 55 ათასიან ნიშნულს გადააჭარბა, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან (40 ათასი) შედარებით ბევრად უკეთესია. ასევე 111 ათასამდე გაიზარდა Compass-ის გაყიდვები.