LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ–ში მეორადი ავტომობილები 30%–ით გაძვირდა

55
usacars

აშშ–ში ბოლო წლის განმავლობაში მეორადი ავტომობილების ფასი 30%–ით გაიზარდა. ფასების რეკორდული ზრდა რაღა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიის დამსახურებაა. ამერიკელებმა მანქანების ყიდვას მოუხშირეს, ავტომწარმოებლები კი გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებს, ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ.

Cox Automotive–ის ანალიტიკოსთან აზრით, 2020 წლის აპრილიდან საშუალო სტატისტიკური ავტომობილი გარბენით 30%–ით გაძვირდა, თანაც ფასი გაიზარდა გაფუჭებულ, დამტვრეულ მანქანებზეც, ისეთებზე რომლებსაც როგორც წესი დიდი ფასდაკლებით ყიდიან ხოლმე.

გამყიდველები ირწმუნებიან, რომ ავტომობილებზე ასეთი მაღალი ფასი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არ შეხვედრიათ. არნახული აჟიოტაჟის მიზეზი რამდენიმე ფაქტორი გახდა – აშშ–ს მთავრობამ მოსახლეობას პანდემიის დროს 2,5 ტრილიონი დოლარი გადაუხადა, ხოლო ავტომწარმოებლემა არასაკმარისი ტექნიკური აღჭურვილობის გამო წარმოება შეამცირეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები