აშშ-ში, ჩრდილო კაროლინას შტატში 2 საძინებლიანი სახლი 2 დოლარად იყიდება. უძრავი ქონების სააგენტოს Robinsons Estate Agents ინფორმაციით, სახლს სრული რემონტი სჭირდება და ამიტომ, მფლობელმა გადაწყვიტა, გასაყიდად აუქციონზე გაეტანა.
საწყისი ფასი კი 2 დოლარი იქნება.
პირველ სართულზე ორი საძინებელია, სააბაზანო, მისაღები. სახლს აქვს აგურის კედლები, საკუთარი პატარა ეზო.
სახლს აუქციონზე გასაყიდად 4 აპრილს გაიტანენ.