აშშ-ში უკვე შეარჩიეს მთავარი ნაძვის ხე, რომელსაც როკფელერის ცენტრში 10 ნოემბერს დადგამენ.
ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია, ხოლო ასაკი დაახლოებით 75 წელია.
ნაძვის ხეს 50 000 ნათურით მორთავენ და 28 ნოემბერს გაანათებენ, ის მთავარ მოედანზე 2019 წლის 7 იანვრამდე დარჩება. ამის შემდეგ კი ნაძვის ხე საქველმოქმედო ორგანიზაციას Habitat for Humanity-ს გადასცემენ, რომელიც უსახლკაროებისთვის სახლებს აშენებს. ამ ორგანიზაციისთვის ნაძვის ხის გადაცემის ტრადიცია ამერიკაში 2007 წლიდან არსებობს.
We're excited to announce the hometown of the 2018 #RockCenterXMAS Tree! The 72-foot-tall tree hails from Wallkill, NY. The tree will arrive and be raised on the plaza on Saturday 11/10—mark your calendars! 🌲 https://t.co/xbR04l1wQL pic.twitter.com/5pQUUYIhL0
— Rockefeller Center (@rockcenternyc) October 29, 2018