აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანიას განცხადებით, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა არც აფხაზური, არც ქართული მხარისთვის. ამის შესახებ მან რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში აღნიშნა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე საუბრისას თქვა, რომ არსებობს წინაპირობები იმისა, რომ საქართველომ ომი გააჩაღოს.
ბჟანია: სანამ ჩვენ და რუსეთი მოკავშირეები ვართ, არაფერი გვემუქრება
ბჟანიას თქმით, „საქართველო ვერ მოიგებს ვერც ერთ ომს და ამას ვერც სამხედრო ქმედებებით მიაღწევს“. აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის თქმით, საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებით, ააერთო აზრი, არ არსებობს.
„გალმა შესაძლოა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს, რადგან იქ არავინ ცხოვრობს - მეეჭვება, ჩვენთან ვინმე დარჩეს“ – „საზოგადოებრივი პალატის“ წევრი ბჟანიას
„ბოლო 30 წლის განმავლობაში რეგიონი 15,5 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ დატოვა და ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, რაც ძალიან აღელვებს.“
„დროა გაიგონ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, განსაკუთრებით კავკასიაში. საქართველოში სხვადასხვა შიდაპოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. აფხაზეთთან დაკავშირებით იქ ცალსახა აზრი არ არსებობს.
ქართულ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომელთაც ესმით რეალობა, თუმცა არიან ისინიც, ვინც არასოდეს შეეგუება. ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ბრძოლისა, თუმცა, თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას სურს მდგრადი მშვიდობა, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის“, – განაცხადა ბჟანიამ.
ასლან ბჟანია: საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს
მისივე თქმით, აფხაზებს ომი არ სურთ, მაგრამ მზად არიან მოვლენების ნებისმიერი შემობრუნებისთვის. „ეს არ გვაშინებს. მინდა ვიმოქმედო სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობის პირობებში“. – განაცხადა ასლან ბჟანიამ.