LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასორტი“ 2026 წელს განსაკუთრებული სიახლეებით ხვდება

1105
ეთო გვენცაძე

„შენი ტკბილი ემოცია“ – ამ სლოგანით ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან მოწინავე ადგილს იკავებს კომპანია, რომელიც დიდსა თუ პატარას, პროფესიონალსა თუ მოყვარულს, დაუვიწყარ საკონდიტრო თავგადასავლებს ჩუქნის. „ასორტში“ ახლა განსაკუთრებული ფუსფუსია – კომპანია ახალ წელს განსაკუთრებული სიახლეებით ხვდება.

ეთო გვენცაძე, კომპანიის „ასორტი“ გაყიდვების ხელმძღვანელი:

– 2025 წელი ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი კომპანიისთვის. გავხსენით სამი ახალი ფილიალი, გავამდიდრეთ ჩვენი ტკბილეულის ასორტიმენტი და სამზარეულო (უკვე საუზმეებსაც ვთავაზობთ მომხმარებლებს) და რაც მთავარია, გუნდის ერთობლივი მუშაობით შევინარჩუნეთ კარგი მომსახურება.

გარდა იმისა, რომ ჩვენი კაფეები უკვე 12 ლოკაციაზეა წარმოდგენილი, ჩვენი ფეისბუკ და ინსტაგრამ გვერდები არის მუდმივად აქტიური და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვწეროთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე და ნებისმიერი სახის ინფორმაციას გაეცნოთ.

– რა ხდება თქვენს სამზარეულოში წინასაახალწლო პერიოდში?

– ჩვენთვის ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია, ალბათ, როგორც ბევრისთვის. რამდენიმე თვით ადრე ვიწყებთ საახალწლო დიზაინების მომზადებას, საახალწლო სუფრისთვის ტორტებს ინდივიდუალური დიზაინითაც ვქმნით. ასევე, ყოველთვის განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს კომპანიებისთვის, გვყავს ჩვენი კორპორაციული კლიენტები, რომლებიც ყოველ წელს განსხვავებული დიზაინის ტორტებს გვიკვეთავენ. ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ კონცეფცია სრულად მინდობილი აქვთ ჩვენი გუნდისთვის. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ სიახლეები შევთავაზოთ და ახალი სიტყვა ვთქვათ ამ სფეროში. ვფიქრობ, ამ მიზანს ღირსეულად ვასრულებთ.

– თუკი სპონტანურად მოისურვებს ვინმე კორპორაციული წვეულებისთვის ტორტის შეკვეთას, ექნება თუ არა თქვენი მომსახურების მიღების შანსი?

– ჩვენი კომპანიის კარი ყოველთვის ღიაა ყველა მსურველისთვის, მხოლოდ სიხარულით შევხვდებით ყველა ახალ მომხმარებელს. თუ არ იციან როგორი დიზაინის კორპორაციული ტორტი უნდა ჰქონდეთ დღესასწაულზე, ამას ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე, ვსწავლობთ კომპანიის საქმიანობას და შემდეგ სხვადასხვა სახის რამდენიმე დიზაინს ვთავაზობთ, ერთად განვიხილავთ ესკიზებს, აუცილებლად ვაწყობთ დეგუსტაციას და ბოლოს უკვე ველოდებით იმ ემოციის გაზიარებას, რომელსაც სადღესასწაულო ტორტის წვეულებაზე ნახვა ჰქვია.

– დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გაგრძელედება თუ არა თქვენი საკონდიტრო მასტერკლასები წლის ბოლომდე?

– აუცილებლად, ამ მასტერკლასებზე დასწრება მსურველებს პატარებთან ერთადაც შეეძლებათ, ისინი ერთად შეძლებენ საკუთარი გემოვნებით გემრიელი ტკბილეულის შექმნას. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენმა კომპანიამ გახსნა სკოლა, რომელსაც აქვს ორი მიმართულება – ბავშვებისთვის (ისინი სხვადასხვა დიზაინის ტორტებს, ორცხობილებს და მაფინებს აცხობენ) და პროფესიული – როგორც საკონდიტრო (სხვადასხვა ნუგბარის რეცეპტურის ტექნოლოგიების გაზიარება), ისე სადიზაინერო ხაზი (ძერწვის, კონსტრუქციების, ფიგურების შესწავლა).

– უახლოეს მომავალში რა სიახლეებს უნდა ელოდოს „ასორტისგან“ მომხმარებელი?

– სულ მალე „ასორტი“, მომხმარებლის სურვილებიდან გამომდინარე, რამდენიმე ახალ გემოს შემოგთავაზებთ, ასევე დაგვემატება ახალი შოკოლადის ტორტი, რომელიც იქნება უნიკალური თავისი რეცეპტურით, გპირდებით რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნასაც, დანარჩენ სიახლეებს კი სიურპრიზად დავიტოვებთ და მათ შესახებ ეტაპობრივად გამცნობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g