Aston Martin 1,5 ათას ახალ სუპერქარს და კროსოვერს უკან გამოიწვევს. ბრიტანულმა ბრენდმა უკანა ხედვის კამერის დეფექტი აღმოაჩინა, საქმე ისაა, რომ გარკვეულ შემთხვევებში გამოსახულება შეიძლება საერთოდ დაიკარგოს. გაუმართაობა ძრავის გამორთვა-ჩართვით გვარდება, თუმცა ასეთ შემთხვევაში მედია სისტემა ნახევარი წუთის განმავლობაში იმუხტება. დეფექტის გამოსასწორებლად, Aston Martin-ს ავტომობილების სერვისში მიყვანა და შეკეთება მოუწევს.
აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა სააგენტომ 1452 ავტომობილის უკან გამოწვევა დაადასტურა, დაახლოებით კიდევ 100 მანქანა სხვა ბაზრებზე იქნება შესაკეთებელი. ამ ქვეყნების სტანდარტებით საინფორმაციო-გასართობი კომპლექსის მთავარ ეკრანზე უკანა ხედვის კამერების გამოსახულება უკან სვლის დროს აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული.
2024 წლის სექტემბრიდან გამოშვებულ Aston Martin-ებზე პროგრამულ ხარვეზს დისტანციურადაც გამოასწორებენ, თუმცა უფრო ძველი მანქანების მეპატრონეებს სერვის ცენტრების მონახულება მოუწევთ.