ექსტრემალური Aston Martin DBS არანაკლებ სწრაფ Mercedes-AMG GT R-ს დაუპირისპირდა. ორი სუპერქარის გამოცდა Top Gear-ის ჟურნალისტებმა დრეგ-რბოლაში გადაწყვიტეს.
ასტონ მარტინის კაპოტ ქვეშ 5,2 ლიტრის მოცულობის ტვინ-ტურბო V12 ძრავია მოთავსებული, რაც კუპეს 725 ცხენის ძალის განვითარების საშუალებას აძლევს. ბრიტანულ ჰიპერქარს 0-დან პირველი „ასეულის“ ასაკრეფად 3,4 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 342 კმ/სთ-ია. Mercedes-AMG GT R კი „ბიტურბო რვიანითაა დაკომპლექტებული. ძრავის სიძლიერე 585 ცხენის ძალას შეადგენს და სუპერქარს პირველი 100 კმ/სთ-ის გასავითარებლად 3,6 წამი სჭირდება. Mercedes-ის მაქსიმალური სიჩქარე 318 კმ/სთ-ია. ხოლო, თუ რა მოხდა შემდეგ ამის ნახვა ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ვიდეოშია შესაძლებელი.