კომპანია Aston Martin-მა უნიკალური DBS GT Zagato წარმოადგინა. ავტომობილი 19 ეგზემპლარისგან შემდგარი კოლექციის ნაწილი გახდება. კუპეს ღია წითელი ფერის ძარა, ოქროს დეტალებისგან შექმნილი დეკორაცია და დინამიკური რადიატორის ბადეს აქვს. ავტომობილის ფასი 6 მილიონი ფუნტი სტერლინგია და ის წყვილში DB4 GT Zagato-თან ერთად იყიდება.
კუპე ბრიტანული ბრენდის ყველაზე სწრაფი სერიული მოდელის – DBS Superleggera-ს ბაზაზეა აგებული. ავტომობილი დონორისგან ახალი გადახურვით და რადიატორის ბადით განსხვავდება. მოდელის ყველა ეგზემპლარი წითელ ფერში შესრულდება და 18 კარატიანი ოქროს ლოგოტიპით გაფორმდება.
სალონში შავსა და წითელ ფერში შესრულებული ფერთა გამა იქნება. კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად ოქროს დეტალებით შესაძლოა ცენტრალური პანელიც გაფორმდეს. ზოგადადაც, Aston Martin-ს შეუძლია რომ ინდივიდუალური სურვილების შესაბამისად ნებისმიერი ფაქტურა და მატერიალი გამოიყენოს.
DBS GT Zagato-ს კაპოტის ქვეშ 5,2 ლიტრის მოცულობის V12 ძრავი აქვს განთავსებული. აგრეგატს 725 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. ლიმიტირებული ვერსიის გარბენის დინამიკა ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება.