LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin–ს ავტომობილები აღარ აკმაყოფილებს და მდიდრული ვილების შენება დაიწყო

74
astonmartin20101

ავტომწარმოებელმა Aston Martin მდიდრული ავტომობილების შემდეგ მდიდრული სახლის კომპლექსი წარადგინა. ვილა მანჰეტენიდან 2 საათის გზაზე მდებარეობს და მოდერნის სტილში შესრულებული რეზიდენცია „ავტომობილთა გალერესაც“ მოიცავს.

კომპლექსი სახელად –  Sylvan Rock მთლიანად ტყეშია ჩაფლული და 22,26 ჰექტარის ფართობს მოიცავს. გარდა მთავარი შენობისა, ტერიტორიაზე „გამაჯანსაღებელი პავილიონი“, მრავალფუნქციური სტუმრების სახლი და პატარა სოფლის მეურნეობაცაა განთავსებული.

სახლის დიზაინი გარემოშია შერწყმული, ექსტერიერმა კლდეების ფორმა მიიღო და ტყის პეიზაჟში ძალიან ორგანულად ჯდება.

სახლში მოხვედრა ორი გზითაა შესაძლებელი, ქვედა შესასვლელი პირდაპირ კლდეშია გაკეთებული და „ავტომობილთა გალერეისკენ“ მიემართება, რის შემდეგაც მისაღები, კაბინეტი და ღვინის მარანია განთავსებული.

მთავარი სახლის გარშემო მდებარე დამატებითი სამი შენობა სასტუმროს ფუნქციას შეასრულებს და სურვილის შემთხვევაში მათი ოფისად ან სპორტ–დარბაზად გადაკეთებაც შეიძლება.

აღსანიშნავია, რომ Aston Martin ავტომობილების გარდა სხვა საინტერესო პროექტებს ძალიან ხშირად ქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები