LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასტრაზენეკას” სომხეთი და აზერბაიჯანიც გამოიყენებენ: ვაქცინის 24 000 დოზა სომხეთში უკვე ჩავიდა

66
Untitled design (4)

იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც საკუთარ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის, სომხეთი და აზერბაიჯანიც შეუერთდა.

კოვაქსპლატფორმის მეშვეობით, სომხეთში ვაქცინის პირველი პარტია – 24 000 დოზა, უკვე ჩავიდა.

ამ ეტაპზე, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება სამედიცინო პერსონალი, 65 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ჯგუფები, და მოხუცთა თავშესაფარში მომუშავე მოხალისეების ჯგუფები.

როგორც სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უწყების ძალისხმევით, მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვაქცინის პირველი დოზების დროულად მიღება.

“სომხეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც დიდი ხნის ნანატრი ვაქცინის მიღების შესაძლებლობა მიეცა. დღეს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იბრძვის ამისათვის.” – განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინის გამოყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში პანდემიის დასამარცხებლად, რომ იმპორტირებული ვაქცინა აკმაყოფილებს ჯანმოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით და ვაქცინით მოსახლეობა აიცრება მხოლოდ ნებაყოფლობით.

რაც შეეხება ვაქცინებით მომარაგების პროცესს აზერბაიჯანში, როგორც ცნობილია, ქვეყანამ კოვაქსის საშუალებიტ “ასტრაზენეკას” 432 000 დოზა უნდა მიიღოს.

აზერბაიჯანში ვაქცინაციის პროცესი ჩინური ვაქცინით მიმდინარეობს.

ქვეყანაში სულ აღრიცხულია ინფიცირების 256 201 და გარდაცვალების 3 491 შემთხვევა.

magti 5g