LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ინფექციურში მიმართვიანობა მაღალია – მარინა ეზუგბაია

80
BeFunky-collage (1)

იმედი მაქვს, სამედიცინო პირები გააცნობიერებენ თავის მოქალაქეობრივ ვალს და ისინი ამ ოთხთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაიტარებენ ვაქცინაციას და მისცემენ მაგალითს მოქალაქეებს, რომ აუცილებელია ვაქცინაციის ჩატარება“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ინფექციურში მიმართვიანობა მაღალია.

„ჩვენს ცენტრში პირველი დღიდან კეთდება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია. შემიძლია გითხრათ, რომ „ასტრაზენეკათი“ დაახლოებით 4 500 პირია ჩვენთან აცრილი, ანუ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ჩვენს ცენტრში მომართვიანობა ძალიან მაღალია.

როდესაც ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ვაქცინაციის შესახებ, ეს დადებითად მოქმედებს ვაქცინაციის პროცესზე. სამედიცინო პერსონალში ავადობის მაჩვენებელი იყო მაღალი. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი სამედიცინო პერსონალი იყო ინფიცირებული და მათთან არ არის გასული ოთხთვიანი სავალდებულო პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგაც შესაძლებელია, ჩატარდეს აცრა”.- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები