ასტროლოგი სოფია ბზეკალავა „ავტორადიოზე“ 18 სექტემბერიდან ახალ გადაცემას დაიწყებს, სახელწოდებით „ასტრომაგია“ , რომელიც FM 95.1-ზე ყოველ სამშაბათს, საღამოს 5-დან 6 საათამდე გავა.
სოფია ყოველ გადაცემაში იმ თემებზე ისაუბრებს, რომლებიც ყველაზე საინტერესო იქნება მსმენელისთვის და ამ თემის გარშემო ზოდიაქოს ყველა ნიშანს მიმოიხილავს, ისევე, როგორც კვირის ზოგად პროგნოზსაც წარმოგვიდგენს.
სოფია ბზეკალავა:
ყოველ სამშაბათს, „ავტორადიოს“ ეთერში ახალ გადაცემას გავუძღვები. „ასტრომაგია“-ში ვისაუბრებთ იმ თემებზე, რომლებიც ჩვენს მსმენელს ყველაზე მეტად დააინტერესებს. ეს იქნება ჯანმრთელობა, პატრნიორული სფერო, პირადი ურთიერთობები, მოგზაურობა, უცხოეთი, ემიგრაცია თუ სხვა, ყველა ნიშნისთვის ცალკე გავშლით. ჩვენს გადაცემაში შესაძლებელი იქნება კითხვების დასმაც, რომლებზეც, შევეცდები, ამომწურავად გავცე პასუხები. ასევე წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ ზოგად პროგნოზსაც ყველა ნიშნისთვის.