LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათამდე ქვეყნის პირველი დიპლომატები საქართველოში არიან – ბათუმშია დონალდ ტუსკიც

227
67093994_10156067900500899_670735280155656192_o

ათამდე ქვეყნის პირველი დიპლომატები საქართველოში არიან – ბათუმშია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც. ქვეყანა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციისთვის ემზადება.

საქართველოში იმყოფებიან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი.
ხელისუფლება ევროკავშირის ლიდერებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმ შედეგებს შეაჯამებს, რომლებსაც საქართველომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში გაწევრიანებიდან დღემდე მიაღწია. სწორედ პროგრამის შექმნიდან ათი წლის თავს ეძღვნება კონფერენცია.
ხვალ ბათუმში პირველად უმასპინძლებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმსაც, სადაც ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ ოთხასზე მეტ სტუმარს, კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებებს გააცნობენ.

საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლეს დონეზე.

mazda magti 5g