LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულები გამოვლინდებიან

105
Screenshot 2022-01-11 185209

12 იანვარს 17:00 საათზე, კლუბ „რესპუბლიკაში“ ათასწლეულის ფონდი აშშ საელჩოს მხარდაჭერით ათასწლეული ინოვაციის კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულებს გამოავლენს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.

მეორე ადგილზე გასული გუნდს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ასაჩუქრებს საერთაშორისო საზაფხულო ბანკში მონაწილეობით.

მესამე ადგილზე გასულ გუნდის წევრებს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის — საქპატენტი გადასცემს პერსონალურ კომპიუტერებს.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებს დაასაჩუქრებენ კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციები: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, თიბისი ბანკი, ჯეოლაბი და აკადემია „ლეტერატო“.

კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კონკურსში მონაწილე თერთმეტი ფინალისტი გუნდი წარმოადგენს მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება.
ღონისძიებაზე მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, აშშ-ის საელჩოს და კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

წელს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეშვიდედ ჩატარდა. 2020-2021 წლის კონკურსში მონაწილეობა 300-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის პირველ ეტაპზე ჯამში 64 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 45% – თბილისიდან, ხოლო 55% – რეგიონის სკოლის მოსწავლეებისგან იყო წარმოდგენილი. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა თერთმეტი გუნდი თბილისის, გარდაბნის, გორის, რუსთავის, მესტიის, ქუთაისის და სენაკის სკოლებიდან.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით და სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას. კონკურსში დღეისათვის 2,000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g