LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატენის ხეობაში ცეცხლს 20-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის

150
20180905204305

ატენის ხეობაში ცეცხლს 20-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, ტყეში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „რთული რელიეფის გამო ცეცხლთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება. მათივე ინფორმაციით საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები