LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატენის ხეობაში, წიწვოვანი ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

131
9286FC91-88DA-4A1E-97E1-83D9DF97D9CE-cx5-cy21-cw70-w1023-r1-s

ატენის ხეობაში, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი ლოკალიზებულია.შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები რაზმითის მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ხანძრის ქრობის პროცესში, შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. საჰაერო ტექნიკამ ხანძრის კერებზე წყლის დასხმა ხილვადობის შეზღუდვის შემდეგ შეწყვიტა.

ადგილზე მობილიზებული მეხანძრე-მაშველებისა და ტექნიკის ინტენსიური, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გადარჩენილია წიწვოვანი ტყის უმეტესი ნაწილი. ამ დროისთვის, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს

პირველადი ინფორმაციით, ხანძარმა 3 ჰა ფართობი მოიცვა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან მეხანძრე-მაშველები და მუდმივ რეჟიმში განახორციელებენ ცალკეული, მცირე კერების დამუშავებას და მის მონიტორინგს.

https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/2442203789437763/?v=2442203789437763

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები