LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატენის ხეობაში სპეცტექნიკის მობილიზება დაიწყო – ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან

193
80011683-2198951567075730-6716619769023299584-o

ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება- რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან. ტყეში რა ფართობს უკიდია ცეცხლი, ამ დრომდე ვერ კონკრეტდება. ღია ცეცხლის გარდა ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერასთან ტექნიკის მიახლოება საკმაოდ გართულებულია. ადგილზე მოქმედებს საგანგებო შტაბი.

დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ასევე გაიზრდება ცოცხალი ძალის რაოდენობა 200 ერთეულამდე.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ცეცხლის ქრობის სამუშაოებთან ერთად ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების მასშტაბის დაზუსტება მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძეც.

“ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, მუშაობს იმისათვის, რომ არ მოხდეს ცეცხლის გავრცელება. ეწყობა სამუშაო შტაბი, სადაც მთელი ღამის განმავლობაში დავრჩებით და დავგეგმავთ ხვალინდელ ღონისძიებებს. გათენებისთანავე, პროცესში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ

 

https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/1312325438949742/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები