LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ატყუებთ ხალხს.. სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად, დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა“ – გომელაური კრიმინოგენურ ვითარებაზე

124
გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალური სტატისტიკა შემცირებულია და დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. აღნიშნული ვახტანგ გომელაურმა კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას საპასუხოდ განაცხადა.

„სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად. ორი-სამი ფაქტი მოხდა, მაგრამ სტატისტიკა, მათემატიკა იცით რა არის? ხომ იცით? მათემატიკაა ჩვეულებრივი. მოხდა დანაშაული, მკვლელობაც მოხდება, ხვალაც მოხდება, ღმერთმა ქნას არ მოხდეს, თუმცა გაიზარდა?

არ გაზრდილა, დაკლებულია და როგორ გაიზარდა, ატყუებთ ხალხს. დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, ჩვენს ახლო სამეზობლოშიც და არანაკლებ ევროპასთანაც“, – განაცხადა გომელაურმა.

„დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მადლობა უძილო ღამეებისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის“ – გომელაურმა პოლიციას პროფესიული დღე მიულოცა

„ვითომ პირველად თქვა ბატონმა ირაკლიმ.. ბატონი ზელენსკიც იძახდა, ნატოს გულიზე ომს დავიწყებთო“ – შს მინისტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g