უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „აუცილებელია ხალხის დაბომბვა მაინც შეწყდეს, რათა მეორე რაუნდზე, უკრაინის წარმომადგენლები რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ“. აღნიშნული ზელენსკიმ CNN-თან და Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ნატოს წევრებმა ფრენების აკრძალვის შესახებ რუსული საჰაერო ძალების შესაჩერებლად შეზღუდვები უნდა შემოიღონ.
„აუცილებელია ხალხის დაბომბვა მაინც შეწყდეს, უბრალოდ შეწყდეს დაბომბვა და შემდეგ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს არ არის ნატოს ქვეყნების ომში ჩათრევა. სიმართლე ისაა, რომ ყველა დიდი ხანია ომშია ჩარეული და რა თქმა უნდა, ფართომასშტაბიანი ომი არა უკრაინის, არამედ რუსეთის გამო მიმდინარეობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
