LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუცილებლად აგისრულდება შენი ოცნებები“ – რაზე ოცნებობს შოვის ტრაგედიას გადარჩენილი მაშო

720
ფორტუნა - 2023-09-25T211525.146

საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ბავშვები სტუმრობდნენ.

„ბავშვები ტალახის დიდი ტალღიდან“. – ასე დაარქვეს შოვის ტრაგედიას გადარჩენილ ბავშვებს.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ გამხელილი და ხმამაღლა ნათქვამი ოცნება ასრულების საწინდარია.

სტიქიას გადარჩენილი მაშოს ოცნება ელზას თოჯინა, იტალიაში მოგზაურობა და პილოტობაა.

„ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარზე და მის არაჩვეულებრივ ოჯახზე გვინდა გიამბოთ!
ალბათ ყველას გახსოვთ შოვის ტრაგედია, რომელმაც ბევრ ადამიანს ჩაუკლა სული, დააცილა ოჯახები და ქვეყანა აატირა- ჩვენი დღის გმირები პატარა მაშო, დათი , კატო და ტასო არიან, ბავშვები ტალახის დიდი ტალღიდან!

ზღაპრებსა და ფილმებში ხშირად ნახავთ გმირებს, თავგანწირული სულისკვეთებით, ჩვენ არ გვჭირდება გმირის ძიება, ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ- ამის ერთ-ერთი მაგალითი დავით ჯელაძეა – დისშვილების მხსნელი და ჩვენი დროის სუპერგმირი.

ჩვენმა დიდი ხნის მეგობარმა უნიჭიერესმა 12 წლის მოქანდაკემ მარიამ დარბაიძემ თავისი ცნობილი ნამუშევარი ჯელაძეების ოჯახს წარუდგინა და კიდევ ერთხელ გაგვიცხოველა ის საშინელი წუთები, რომლის დავიწყებასაც ყველა ვცდილობთ!

მშობლებს ოცნება ავუხდინეთ და შემეცნებითი შეხვედრის ბოლოს შემოვიპატიჟეთ, რათა თავად მოესმინათ, რაზე ოცნებობენ მათი პატარები.

როგორც ჩვენი ფსიქოლოგი მეკო ამბობს, ოცნების თქმა და გაზიარება ასრულების საწინდარია!
მაშომ თავისი ოცნებები მარიამის დახმარებით გაგვანდო და ელზას თოჯინა, იტალიაში მოგზაურობა და პილოტობა ინატრა“. – ვკითხულობთ საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარზე და მის არაჩვეულებრივ ოჯახზე გვინდა გიამბოთ!

ალბათ ყველას გახსოვთ შოვის ტრაგედია, რომელმაც…

Posted by Georgian Junior Academy • საქართველოს ახალგაზრდული აკადემია on Monday, September 25, 2023

აღნიშნული პოსტი გაიზიარა ანა ჯელაძემ და დაწერა: „მაშო, აუცილებლად აგისრულდება შენი ოცნებები“.

ვიდეო: „მიწის მასა მოდიოდა და მიჰქონდა მანქანები…ვერ გადავრჩებით-მეთქი გავიფიქრე..მივადექით სახლს, რომელიც ნახევრად დანგრეული იყო“ – მეწყერს გადარჩენილი ჯელაძეების ოჯახის ისტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები