LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდიო სისტემების მსოფლიო ლიდერი საქართველოშია – თბილისში Bose-ის ოფიციალური მაღაზია გაიხსნა

536
132824734-126643212596952-5276539159884603943-o

საქართველოში აუდიო სისტემების ინდუსტრიაში, მსოფლიოს ლიდერი კომპანია შემოვიდა. საუბარია ამერიკულ მწარმოებელ Bose Corporation-ზე, რომლის ოფიციალური წარმომადგელობაც თბილისში გაიხსნა.

Bose Georgia-ს პირველი მაღაზია ვაჟა-ფშაველას 10 ნომერშია განთავსებული და 1 თებერვლიდან მომხმარებლებს უკვე მასპინძლობს.

როგორც „ფორტუნას“ Bose Georgia-ს დირექტორმა ლაშა მათითაიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე „ბოუსის“ ოფიციალურ მაღაზიაში ქართველ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს: საიმედო და კომფორტული ყურსასმენები, სახლის კინოთეატრი, Bose საუნდბარები, ბლუთუზ დინამიკები, აუდიო სათვალეები, სმარტ სპიკერები და აუდიო სისტემებთან დაკავშირებული სხვა საჭირო პროდუქცია.

„რაც მთავარია, ჩვენს მაღაზიაში შესაძლებელია, აბსოლუტურად ყველა პროდუქტის დატესტვა, მათ შორის: სახლის კინოთეატრის. მაღაზიაშივე მოწყობილი გვაქვს კომფორტული კინოთეატრი, სადაც მომხმარებელი ადგილზევე ამოწმებს და ნახულობს შესაძენ პროდუქციას“, – ამბობს Bose Georgia-ს დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, მაღაზია რამდენიმე დღეა გაიხსნა და საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება უკვე წარმოვიდა, რაზეც Bose Georgia-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ე.წ გამომწერებისა და „ლაიქერების“ რაოდენობაც მეტყველებს.

როგორც ლაშა მათითაიშვილი ამბობს, Bose Georgia ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ეპიდ.ვითარებიდან გამომდინარე, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, ახალი ფილიალი გახსნას გეგმავს – ამჯერად უკვე ბათუმში.

ცნობისთვის, Bose Corporation არის ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც ძირითადად აუდიო აპარატურას ყიდის. კომპანია დაარსდა ამარ ბოუსის მიერ 1964 წელს, ფრამინგემში, მასაჩუსეტსის შტატში. „ბოუსი“ ცნობილია თავისი სახლის აუდიო სისტემებით და დინამიკებით, ასევე ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენებით, პროფესიონალური აუდიო პროდუქტით და ავტომობილის ხმის სისტემებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები