LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის შევძლებთ თეატრსა და კინოში წასვლას: მთავრობამ გადაწყვეტილება კვლავ შეცვალა

115
popkorni

თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა კვლავ გადაიდო.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმების წარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება.

სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი.

თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება.

თეატრებისა და კონოთეატრების გახსნა 1 ნოემბერს იგეგმებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები