გიორგი თორაძემ, რომელიც ფსევდონომით თორჩოა ცნობილი, გამოუშვა ახალი სინგლი, რომლის წარდგენასაც „ევროვიზიაზე“ ფიქრობს.
გიორგიმ აღნიშნა, რომ „პირველ არხს“ სწორედ ეს სიმღერა უნდა გაუგზავნოს.
სიმღერის ავტორი გიორგი სანოძეა, ისევე, როგორც წინა სინგლის „გეწყინას“ შემთხვევაში.
სიმღერაში თორჩომ აღმოსავლური მოტივებიც შეიტანა.
ახალი კომპოზიციის სახელწოდებაა „ზარდახშა“.