„აუდიტორია 115“ დღეს მოშიმშილე რკინიგზელების მხარდამჭერი აქციის მოწყობას გეგმავს. „აუდიტორია 115“-ის წევრებმა აღნიშნეს, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანი იქნება.
მათი თქმით, ამ ფორმით ისინი ხელისუფლებას მიმართავენ, რომ რკინიგზის ადმინისტრაციასა და მოშიმშილე თანამშრომლებს შორის იშუამდგომლოს.
„აუდიტორია 115“-ის წევრების თქმით, დღეს ორი მოშიმშილე მშრალ შიმშილობაზე აპირებს გადასვლას.
აქცია 18:30 საათზეა დაგეგმილი. სტუდენტების თქმით, რკინიგზის მოქმედმა ადმინისტრაციამ კონფლიქტის მოსაგვარებლად არაფერი მოიმოქმედა.