”აუდიტორია 115”-ის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ”აუდიტორია 115”-ის წევრებზე თვითმმართველობის ოცამდე წევრმა ფიზიკურად იძალადა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შს სამინისტროს მხრიდან მოხდეს ფაქტის შესწავლა და დამნაშავეების დასჯა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ”აუდიტორია 115”-ის წევრებს მიტანილი აქვთ ბანერი, სადაც დაფიქსირებულია მათი მთავარი მოთხოვნა – განათლების სისტემის რეფორმირება.