LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე 40 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

auqcioniiiiii

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 63 385 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.020 პროცენტით, მაქსიმალური 7.060 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.032 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები