RM Sotheby’s აუქციონზე, რომელიც 2017 წლის თებერვალში გაიმართება, ისტორიაში პირველი კაბრიოლეტი Porsche 911 გაიყიდება. ეს ავტომობილი სულ წარმოებელი 30 მოდელიდან ერთ-ერთი, დღემდე შემორჩენილი ორი ეკზემპლარიდან ასევე ერთ-ერთი და ერთადერთია ღია ძარით.
911-ის პირველი თაობის პროტოტიპები კომპანია Karmann-მა ააგო. ერთადერთ კაბრიოლეტს სერიიდან ერგო შასი ნომრით 13360.
ავტომობილს სამი მფლობელი ჰყავდა, შეინარჩუნა ორიგინალი ნაწილების უმრავლესობა და არ გაუვლია მასშტაბური რესტავრაცია.
ვაჭრობა 8 თებერვალს, პარიზში გაიმართება. ვარაუდობენ, რომ მისი ღირებულება 850 000დოლარამდე იქნება.