LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე იყიდება რეკორდსმენი მოტოციკლი, რომელიც რაკეტას ჰგავს

133
1200x1200 (1)

მარტის ბოლოს აუქციონზე, რომელსაც  Mecum Auctions მართავს, გაიტანენ უნიკალურ მოტოციკლს, რომელმაც ისტორიაში ადგილი სიჩქარის მსოფლიო რეკორდებით დაიმკვიდრა.

უცნაური ფორმის გამო ეს სატრანსპორტო საშუალება უფრო რაკეტას ჰგავს, თუმცა ასეთი დიზაინი შემთხვევითი არ არის – ის სპეციალურად შეიქმნა მაქსიმალური სიჩქარის დასამყარებლად. გზებზე მისი გამოყენება შეუძლებელია.

პირველი რეკორდი ამერიკელმა მრბოლელმა დონ ვესკომ დაამყარა.

1975 წელს მან მოტოციკლი, სახელად Silver Bird, გაატარა იუტას შტატში მდებარე Bonneville Salt Flats-ის მარილის ველებზე და 487,6 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია.

იმ დროს მოტოციკლი ორი ძრავით იყო აღჭურვილი.

მოგვიანებით ვესკომ ძრავები შეცვალა და მოტოციკლს ახალი სახელი მისცა: Lightning Bolt. ამის შედეგად მან საკუთარი რეკორდიც გააუმჯობესა და 511,8 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია.

ეს შედეგი 12 წლის განმავლობაში ვერავინ გააუმჯობესა.

აუქციონის ორგანიზატორები ჯერ არ ასახელებენ, რამდენად გაიყიდება ისტორიული მოტოციკლი, თუმცა კოლექციონერების ინტერესის გათვალისწინებით, მისი ფასი შესაძლოა ძალიან მაღალი იყოს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები