სოციალურ ქსელში გიგის სახელოსნოს გვერდზე გამოჩნდა გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის პორტრეტი. როგორც აღმოჩნდა, ნახატი გიგი სიჭინავამ შეასრულა. ის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭუნაა, რომელსაც ხატვის ნიჭი აქვს. ბიჭუნა ზუგდიდში ცხოვრობს.
„მეტჯერ აღარ გვტკიოდეს!
ნათელი შენს სულს!
არ დაგივიწყებთ!“, აღნიშნულია ნახატის აღწერაში.