LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუტისტური სპექტრის მქონე ქალი Backstreet Boys-ის სოლისტს, ნიკ კარტერს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

319
ნიკ-კარტერი

Backstreet Boys-ის სოლისტის, ნიკ კარტერის წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი დავა იწყება. შენონ რუტი, რომელსაც აუტისტური სპექტრი აქვს, ამტკიცებს, რომ ნიკ კარტერმა ის 2001 წელს გააუპატიურა, როცა ის 17 წლის იყო. შენონმა ამის შესახებ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ადვოკატებიც ესწრებოდნენ.

შენონ რუტი ამტკიცებს, რომ მას კარტერი წლების მანძილზე ემუქრებოდა. გოგონას თქმით, მას აუტიზმის გარდა,  ცერებრალური დამბლის დიაგნოზიც აქვს.

ადვოკატების მტკიცებით, ისინი სამართლებრივ დავას იწყებენ და სასამართლოზე სამი დაზარალებული ქალის ჩვენებას წარადგენენ.

ძმის გარდაცვალების შემდეგ გამართულ Backstreet Boys-ის კონცერტზე ნიკ კარტერმა ემოციები  ვერ შეიკავა და ატირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები