LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმის გარდაცვალების შემდეგ გამართულ Backstreet Boys-ის კონცერტზე ნიკ კარტერმა ემოციები  ვერ შეიკავა და ატირდა

394
ნიკ-კარტერი

ლონდონში გამართულ გრანდიოზულ კონცერტზე,  Backstreet Boys-ის ვოკალისტმა ნიკ კარტერმა ემოციების შეკავება ვერ შეძლო. კონცერტი ნიკ კარტერის უმცროსი ძმის, აარონ კარტერის მოულოდნელი გარდაცვალებიდან ზუსტად 24 საათში იყო დაგეგმილი. ჯგუფმა კონცერტის გადადება ვერ შეძლო და ნიკ კარტერს სცენაზე გასვლა მოუწია.

ნიკ კარტერი სცენაზე საკმაოდ ემოციური იყო, სიმღერის Show Me The Meaning of Being შესრულებისას, მან ცრემლების შეკავება ვერ შეძლო და ატირდა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ამხნევებენ მას ჯგუფის სხვა წევრები და როგორი ერთიანი ამ დროს პუბლიკა. ნიკმა სიმღერის ბოლომდე შესრულება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ნიკ კარტერის ძმა, ასევე მომღერალი აარონ კარტერი გუშინ საკუთარ აბაზანაში, გარდაცვლილი ნახეს.

ჯგუფმა The Backstreet Boys ახალი საშობაო ალბომი გამოუშვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები