LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღარც რეალი და აღარც ბარსა – ამბები მოკლედ

106
real-madrid-uzgun-reutersss-16-9-1581020293

“ბარსელონა” და “რეალი” ესპანეთის თასიდან ერთ დღეს 1955 წლის შემდეგ პირველად გავარდნენ.

“ბარსელონა” ესპანეთის თასის ფინალში 2014 წლის შემდეგ პირველად არ ითამაშებს.

ბოლო 17 წლის განმავლობაში ესპანეთის თასის ნახევარფინალში არ იქნებიან არც “ბარსელონა”, არც “რეალი” და არც “ატლეტიკო”.

შეწყდა “რეალის” 21-მატჩიანი წაუგებელი სერია.

“რეალმა” პირველად წააგო საშანო მატჩი.

“რეალმა” ზიდანის ხელში პირველად გაუშვა ერთ მატჩში 4 გოლი.

მესის უნდა, რომ ბარტომეუ წავიდეს, ხოლო “ბარსას” მწვრთნელი ჩავი გახდეს. (El Chiringuito TV).

მესი შეიძლება”იუვენტუსმა”, “მანჩესტერმა”, “ინტერმა”, პსჟ-მ ან “სიტიმ” წაიყვანონ (La Gazzetta dello Sport).

 

 

პრემიერლიგამ გადაიფიქრა: ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ისევ 1 სექტემბერს დაიხურება, როგორც უმრავლეს ტოპ ლიგებშია და არა საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ.

კრიშტიანო რონალდო: “ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ 35 წლის ასაკში მადეირაზე თეზისს დაჭერით ვიქნებოდი დაკავებული”.

პირლოს და ბონეკას იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანენ.

პეპ გვარდიოლა: “თუ “სიტი” ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, ამით სამყაროს აღსასრული არ დადგება”.

“არსენალს” სურს ევროპის ჩემპიონატამდე ორი ჰავბეკი და ერთი ცენტრალური მცველი დაიმატოს.

Nike “ლივერპულს” უნიკალურ ფორმას პირდება. კომპანიის დირექტორი ჰეიდი ბურგეტი ამბობს: “ჩვენ შაბლონებზე უარს ვამბობთ. 2020 წლის კომპკექტებისთვის ჩვენს დიზაინერებს დაახლოებით 65 სხვადასხვა ვარიანტი აქვთ. ხელით შესრულებული პრინტებით დაწყებული არასტანდარტული შრიფტებით დამთავრებული”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები