კომპანია Aston Martin ახალ სპიდსტერზე აქტიურად მუშაობს. დიზაინერების შთაგონების წყაროდ ისტორიული DBR1 გახდა. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ავტომობილია რომელმაც 1959 წელს „ლე-მანის“ რბოლა მოიგო.

მწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ ისტორიული ავტომობილის ვიზუალი არამხოლოდ გააცოცხლოს, არამედ დიზაინის თანამედროვე ელემენტებიც გაურიოს. შენარჩუნდება მოდელის ორიგინალი კომპელქტაცია, რაც წინა მხარეს დამონტაჟებულ ძრავსაც გულისხმობს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სპიდსტერი შეზღუდული ტირაჟით მხოლოდ 88 ეგზემპლარი გამოვა.

შეგახსენებთ, რომ Aston Martin DBR1 „ლე-მანის“ აბსოლიტური გამარჯვებულია. მაშინ სპორტქარს სალვადორ შელბი მართავდა და მან იმდენი შეძლო რომ ყველა დროის ფავორიტს Ferrari-საც კი აჯობა. მოდელი 6-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი და 254 ცხენის ძალის განვითარება შეეძლო.

 

ტეგები: Aston Martin

მსგავსი თემები