LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აწი იქნება პუმა: სიტიმ 650 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. უფრო მეტი მარტო ბარსას და იუნაიტედს აქვთ

115
unnamed

„მანჩესტერ სიტის“ ახალი ტექნიკური სპონსორი ყავს. 1 ივლისიდან Nike-ის ადგილს Puma დაიკავებს. ხელშეკრულება10 წელზეა გათვლილი, რომლის განმავლობაში „სიტი ფუტბოლ გრუპი“ (კომპანია, რომელიც „მან სიტის“ და კიდევ 6 კლუბს ფლობს) 650 მილიონ ფუნტს მიიღებს (დაახლოებით 760 მლნ ევრო).
ეს მსოფლიოში მესამე კონტრაქტია და მეორე პრემიერლიგაში.
Nike-თან მოქმედ კონტრაქტს „სიტისთვის“ დაახლოებით 20 მლნ ფუნტი მოაქვს წლიურად, რაც პრემიერლიგის 6 კლუბზე ნაკლებია.

 

ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტები ტექნიკურ სპონსორებთან
ტოპ 5 ლიგა, 2018/19 სეზონი, მლნ ევრო/წლიურად

ბარსელონა 155 ნაიკი
მანჩესტერ იუნაიტედი 86 ადიდასი
მანჩესტერ სიტი 76 პუმა
ჩელსი 69 ნაიკი
ბაიერნი 60 ადიდასი
რეალი 52 ადიდასი
არსენალი 34 პუმა
ტოტენჰემი 34 ნაიკი
ლივერპული 29 NB
იუვენტუსი 23 ადიდასი
პსჟ 20 ნაიკი
მილანი 20 პუმა

 

Puma-თან კონტრაქტის განსაკუთრებულობა ისაა, რომ ის მარტო „მანჩესტერ სიტიზე“ არ ვრცელდება, არამედ „სიტი ფუტბოლ გრუპის“ რამდენიმე სხვა კლუბზეც. ესენია: ავსტრალიური „მელბურნ სიტი“, ესპანური „ჟირონა“, ურუგვაული „ატლეტიკ ტორკე“ და ჩინური „სიჩუან ძიუნიუ“. კიდევ ორი გუნდი – იაპონური „ოიკოჰამა მარინოსი“ და MLS-ის „ნიუ-იორკ სიტი“ გარიგებაში არ შესულან.

 

ასეთ ფორმაში ითამაშებს „სიტი“ მომდევნო სეზონში.

 

„მანჩესტერ სიტი“ Nike-ის ფორმით 2013 წლიდან თამაშობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები