LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაესწრება თუ არა გულშემატკივარი საქართველო-ბელარუსის მატჩს

129
120608331-4453030864768096-8428309932562192794-o

ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისათვის აქტუალურ შეკითხვას „ფორტუნასთან“ საუბრისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა უპასუხა:

„მას შემდეგ, რაც პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ მატჩები განახლდა, უეფას ეგიდით გამართული ყველა შეხვედრა მაყურებელთა გარეშე გაიმართა. ამ დროისთვისაც, ამ წუთის მოცემულობით, უეფას ეგიდით გასამართ მატჩებზე მაყურებელი არ არის დაშვებული. თუმცა ხვალ, 2 ოქტომბერს უეფას აღმასკომის სხდომა გაიმართება, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ნახევარფინალებზე მაყურებელთა დასწრების საკითხიც განიხილება. შესაძლოა აღმასკომმა გადახედოს არსებულ რეგულაციებს და გადაწყვეტილება შეცვალოს. თუ ასე მოხდა, შესაძლოა მაყურებელი მატჩებს დაესწროს. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ამ წუთისთვის არსებული წესების თანახმად, უეფას ეგიდით გასამართ მატჩებზე გულშემატკივარი არ დაიშვება და ბუნებრივია, არც 8 ოქტომბრის მატჩია გამონაკლისი. ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე ხვალ, აღმასკომის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა მუჯირმა.

საქართველო-ბელარუსის მატჩი 26 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი ჯერ კიდევ თებერვალში გაიყიდა.

საქართველოს ნაკრები ბელარუსს 8 ოქტომბერს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები