LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

351
მიხეილ ცაგარელი

სიყვარულის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 2 ივნისამდე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, კომუნიკაბელურობას და გონებამახვილობას, დიპლომატიასა და იუმორის გრძნობას, მეორეს მხრივ, ზედაპირულობას და სულსწრაფობას, ფლირტისა და ტყუილებისადმი მიდრეკილებას გააძლიერებს.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს სიჯიუტე და საკუთარი შეხედულებების თავსმოხვევა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად და ბინის ინტერიერის შესაცვლელად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, კრემისფერი, ყავისფერი და ლიმონისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები