LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 იანვრის ასტრლოგიური პროგნოზი

566
მიხეილ ცაგარელი

ეცადეთ შეასრულოთ უფროსი თაობის წარმომადგენელთა თხოვნები და სურვვილები. ნუ განმარტოვდებით, რადგან არაა გამორიცხული გაგიტაცოთ არასასიამოვნო ფიქრებმა და დეპრესიამ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ დიაბეტიან პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი, ყავისფერი და კრემისფერი, ასევე ყვითელი და მწვანე იასპი, ოპალი, ონიქსი, აგატი და მალაქიტი, გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები