LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

510
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ პერიოდში ყურადღება ზედემტად დუნდება, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. გუშინდელი სავსემთვარეობის შემდეგ დღე კვლავ კონფლიქტური, ტრავმული და ავარიულია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ვალების დასაბრუნებლად, საყოფაცხოვრები ტექნიკის, ავეჯის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ხელოვნების ნიმუშების,  ცხოველების, უძრავი ქონებისა და  სამშენებლო მასალების შესაძენად. პოზიტიური დღეა ფინანსური ოპერაციების ჩასატარებლად და მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის. დღეს ნურაფერს დაგეგმავთ და სხვების ზეგავლენის ქვეშ ნუ მოექცევით, ნუ იზარმაცებთ.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ყელის არე, ენდოკრინოლოგიური სისტემა,  სწორი ნაწლავის ზონა,  ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, ცისფერი და ლურჯი, მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და ამეთვისტო,  ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროს, კირჩხიბისა და ქალწულისათვის, დღე დაძაბულია სასწორის, მშვილდოსნისა  და მერწყულისათვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები