LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

582
mikheil-cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:37-დან 15:55 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ მსხვილი საყიდლების გაკეთებას.

არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება, რადგან გადაღლა არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ მდგომარეობაზეც ნეგატიურად აისახება.

ნაკლებად გაამართლებს ფარულად მოქმედება და საიდუმლო რომანების გაბმა, რადგან გამოაშკარავებული საიდუმლო ისევ თქვენ მოგიტანთ პრობლემებს.

პარტნიორული ურთიერთობა – მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს პარტნიორის გრძნობებით მანიპულირება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და კონტრაქტების გასაფორმებლად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, საჯარო გამოსვლებისა და სპონსორების მოსაძიებლად.

ჯანმრთელობა – ეცადეთ მაქსიმალურად გააკონტროლოთ საკვების ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. მოერიდეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი, ლალი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები