ესპანეთი გავიტანეთ: საქართველომ მადრიდიც აიღო და ტრადიციულად პირველია

173
84409011-2747175458712869-5198263862549282816-o

საქართველოს ნაკრებმა ევროპა რაგბიზე წლის მეორე მატჩი მადრიდში (უნივერსიტეტის ცენტრალურ სტადიონზე), ესპანეთთან ითამაშა და, მეტოქის პატივისცემის მიუხედავად, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა – 23:10.

ისიც სათქმელია, რომ წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ესპანეთს მიიჩნევენ საქართველოს მთავარ მეტოქედ (პირველ ტურში რუსეთი ბონუს ქულით დაამარცხა). მაგრამ როგორც გამოჩნდა, ესპანეთს საქართველომდე ჯერ კიდევ საკმაოდ უკლია. ოღონდ ეს პირველი ნახევრის მიხედვით, თორემ მეორე ტაიმში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ. ისე ალბათ პირველი ტაიმის ანგარიშიც გასათვალისწინებელია, თორემ რთული წარმოსადგენია ჩვენებს სადავეები ხელიდან გაეშვათ.

მატჩის ბედი უკვე პირველ ტაიმში გადაწყდა, როდესაც სტუმრებმა სოლიდური სხვაობით მოიგეს – 23:5.

შალვა მამუკაშვილმა ორი ლელო დადო და დუბლი შეასრულა.
კიდევ ერთი ლელო დადო ნაკრების დებიუტანტმა აკა ტაბუცაძემ.
თედო აბჟანდაძემ ერთხელ გარდასახა. ამას კი ორი ჯარიმაც მიაყოლა.

 

მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ქულის მოპოვება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და მატჩი პირველი ტაიმის ანგარიშით მთავრდებოდა, როდესაც ესპანელებმა ბოლო წუთზე მაინც გაგვტეხეს და კიდეზე ლელო დადეს, გარდასახვა ვერ მოახერხეს და თამაში 23:10 დასრულდა ჩვენს სასარგებლოდ.

 

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. თამაზ მჭედლიძე (რუანი), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. დავით გიგაური (კოლომიე), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 23. ლაშა ხმალაძეს (ბათუმი).

41:13 – პირველი მოგებულია, ვირუსიანი მეტოქე გასტუმრებულია, თასი დავიტოვეთ

ბორჯღალოსანთა რიგებში, პირველ ტურში რუმინეთთან 41:13 გამარჯვების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილება მოხდა – სამი ხაზში და ორი შერკინებაში. დებიუტი ქონდა აკაკი ტაბუცაძეს.

 

ბორჯღალოსნებს ესპანელი „ლომები“ დღევანდელი მოგების შემდეგ, უკვე 17-ჯერ ყავთ დამარცხებული, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 3 მატჩი მეტოქემ მოიგო.

მომდევნო მატჩი ჩვენებს მალევე აქვთ, 22 თებერვალს, შინ ბელგიასთან. ეს შერკინება ქუთაისში, “აია არენაზე” შედგება და მიუხედავად იმისა, რომ სპორტში წინასწარ დაზუსტებით თქმა მიღებული არ არის, მაინც ვიტყვით, რომ ეს მომდევნო მატჩი კი არა, მომდევნო გამარჯვება იქნება.

საქართველო ორიდან ორი მოგებით ჯგუფში პირველ ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები