LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2020 გადაიდო: ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება

114
2795331-57690630-2560-1440

უეფამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გადადების გადაწყვეტილება მიღო. ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა ვიდეოკონფერენცია მოაწყო უეფას წევრ 55 ასოციაციის თავკაცებთან, ასევე ევროპული ლიგებისა და ფეხბურთელების პროფკავშირების წარმომადგენლებთან.

შეკრების მთავარი შედეგი ევრო 2020-ის გადატანაა, რადგან კორონავირუსის პანდემიის განვითარების პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

ევროპის ჩემპიონატი 12 ივნისიდან 12 ივლისამდე უნდა ჩატარებულიყო ევროპის 12 ქვეყნის 12 ქალაქში.
გახსნა რომში იგეგმებოდა იტალიას და თურქეთის ნაკრებებს შორის.

ამავე დროს, უეფამ მოითხოვა ეროვნული ასოციაციებისგან ჩემპიონატები ივნისის ბოლოს დაასრულონ. შესაბამისად, თავად უეფამ ამავე ვადაში უნდა დაასრულოს ევროტურნირების შეჩერებული სეზონი.

გადაწყდა, რომ შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი – ერთი, რომელიც ახალ საერთაშორისო კალენდარზე იმუშავებს და მეორე, რომელიც ფინანსურ საკითხებს მიხედავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები