LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: უნიკალური როდსტერი Mercedes-Benz აუქციონზე გაიყიდება

182
mercedesbenzmaclrn

დიდ ბრიტანეთში აუქციონზე Collecting Cars გასაყიდად უიშვიათესი როდსტერი Mercedes-Benz SLR McLaren გამოიტანეს. სუპერქარის გარბენი მხოლოდ 2 730 კილომეტრია და მისი ღირებულება 310 000 ფუნტი სტერლინგიდან იწყება.

Mercedes-Benz SLR McLaren კონვეიერიდან 2007 წელს ჩამოვიდა. ორი წლის შემდეგ სუპერქარმა პირველი მოდიფიკაცია გაიარა და ქარხნული ვერცხლისფერი თეთრი შეფერილობით შეიცვალა. გარდა ამისა, როდსტერი სპორტული საბურავებით და სხვა საინტერესო დეტალებით აღჭურვეს. ავტომობილის სალონში ახალი სავარძლები და პანელიც გაჩნდა.

მოდელის ბოლო განახლება რამდენიმე წლის წინ იყო, როდესაც მისი ძარა მუქი ნაცრისფერი გახდა.

SRL McLaren–ის კაპოტის ქვეშ კომპრესირებული V8 ძრავია მოთავსებული, 5,4 ლიტრის მოცულობის აგრეგატს 625 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

სუპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ–ია. როგორც მისი ამჟამინდელი მფლობელი აცხადებს, ავტომობილს ძალიან მცირე გარბენი აქვს და იდეალურ მდგომარეობაშია შენარჩუნებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები